მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი, შონ ო’მალი დაამარცხა.
საჩემპიონო ბრძოლის, თითქმის, ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა. ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე დვალიშვილმა სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.