ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, მას ტერიტორია ევაკუატორით დაატოვებინეს

12 ნოემბერი 2021, 12:56 1134 ნახვა

"გირჩი — მეტი თავისუფლების'' ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციას მართავს.

მან შესასვლელში მანქანა ჩააყენა, თავად კი ავტომობილში იმყოფება, თუმცა კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი აქცია-პერფონსი საქართველოს 6 ქალაქში იმართება, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა სუს-ის შესასვლელები დაბლოკეს.

აქციის მონაწილეებს აქვთ კონკრეტული მოთხოვნები:

1.სრულად პროპორციული სისტემა 2%-იანი ბარიერით;

2.რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე;

3.მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში

სუს-ის შენობასთან რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სამართალდამცველების მობილიზაცია.

სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს. ზურაბ ჯაფარიძე მანქანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის პროცესში ავტომობილში იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი