აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო 5 სკოლა დაიხურა

12 ნოემბერი 2021, 10:52 1279 ნახვა

12 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო 5 სკოლა დაიხურა. მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ისწავლიან. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი სკოლა დაიხურა ხულოში, ორი ქობულეთში, ერთი კი ბათუმში. 

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, აჭარის რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა  ცალკეული სკოლის 116 კლასი.

•    ბათუმი- 99

•    ქობულეთი-12

•    ხელვაჩაური- 2

•    შუახევი- 1

•    ქედა -2


სამინისტროს ინფორმაციით,  ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,3 %,  ხოლო მოსწავლეების – 0,87%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6%. განათლების მინისტრის განცხადებით, ამ დრომდე სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ყოფილა. 

''წინა კვირასთან შედარებით მონაცემები გაზრდილია და მინდა მოვუწოდო და ვთხოვო დაიცვან რეგულაციები, როგორც სკოლის შიგნით ასევე სკოლის გარეთ. მოსწავლეთა ინფიცირების პარალელურად გვაქვს მასწავლებელთა და სკოლის დირექციის წარმომადგენელთა ინფიცირების შემთხვევები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში ჯანდაცვის უწყებასთან ერთად მყისიერად ვრეაგირებთ და ხდება რისკების მინიმუმამდე შემცირება. ყველაფერი კეთდება, რომ სკოლებში შიდაგავრცელება არ გვქონდეს'' - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

აჭარაში სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი