პარტია "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, სანამ მესამე პრეზიდენტს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, შიმშილობას არ შეწყვეტს.
"სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ესეც ჩემი აზრით, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, რომ ის ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, გადადგა ნაბიჯი და მან ჩამოაყალიბა ძალიან მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით.
ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს, ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მესმის და ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი, არასასიამოვნო პროცესი. ამასთან, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან კონკრეტული გარემოებებით, სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით, „ქართული ოცნების“ ხელშია უკვე, საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ“, - განაცხადა ხოშტარიამ.