ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში, კორონავირუსის გამო, საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.
კოვიდ-19 ბაღის მედდას და დარაჯს დაუდასტურდა, რის გამოც ქობულეთის ბაღების გაერთიანებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში 38 აღსაზრდელი ირიცხება.
ია ხალვაშის განმარტებით, ექთნის დაინფიცირება ბაღის შიდა სივრცეს არ უკავშირდება. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის თანახმად, სააღმზრდელო დაწესებულება 2 კვირა არ გაიხსნება.
რაც შეეხება სკოლებს, ორი დღის წინ, კორონავირუსის გამო, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლაც დროებით დაიხურა.