საგანგაშო კოვიდვითარება გერმანიასა და რუსეთში

10 ნოემბერი 2021, 14:05 667 ნახვა

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 39 ათას 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, პანდემიის დაწყებიდან, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი გახდა. მანამდე ანტირეკორდი 5 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსი 37 ათას 120 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში 236 ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა შენარჩუნებული რუსეთში.  ქვეყანაში  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 ათას  160 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ათას  211 პაციენტი. 9 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8  მილიონ   873 ათას  655 შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყანა მსოფლიოში კოვიდ-19-ის გავრცელებისა და ლეტალობის მაჩვენებლებით   ბრაზილიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ   პირველი ხუთეულის ბოლო პოზიციაზეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში