აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მირიან ქათამაძე დაინიშნა

10 ნოემბერი 2021, 13:39 1557 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მირიან ქათამაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ წარუდგინა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

,,გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო, საქმიანობაში ჩართულობა-ეს ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც შეირჩა მოადგილე”- აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.

პროფესიით იურისტი მირიან ქათამაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი