პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს - ადვოკატი

10 ნოემბერი 2021, 12:42 1013 ნახვა

საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს. 

ბექა ბასილაიას თქმით, უწყება დუმს და წარმომადგენლები განმარტებას არ აკეთებენ. 

''მას უკვე დაეწყო შიმშილობისგან გამოწვეული ტკივილები. პირველ საათზე სასამართლოში პროცესია, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან მოთხოვნა იყო მოსული. ტელევიზიიდან კი გაიგო ადვოკატების დახმარებით, მაგრამ პენიტენციური სამსახური ვალდებულია სააკაშვილისთვის შეეტყობინებია. 

სასამართლოს პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არ აპირებენ, საერთოდ არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას. 

მიხეილ სააკაშვილს ტკივილების მიუხედავად ჰქონდა სურვილი, მოიკრებდა ძალებს და დაესწრებოდა სასამართლო პროცესს.

დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება. ის, რომ პენიტენციურ სამსახურს პარტიზანულად შეკეტილი ყავს სააკაშვილი  უნდა აღმოიფხვრას. ეს უნდა გააკეთოს სასამართლომ თუ უნდა სახე შეინარჩუნოს '' - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში