დღეიდან 12დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია და ''ბუსტერ'' დოზის გაკეთება შესაძლებელია

10 ნოემბერი 2021, 10:25 986 ნახვა

დღეიდან საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით აცრა 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მშობლები მიიღებენ.

ასევე 10 ნოემბრიდან ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც მეორე დოზა 6 თვის წინ გაიკეთეს.

60 წელს გადაცილებული პირები, რომლებიც „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ არიან აცრილი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ მეორე აცრიდან სამი თვის შემდეგ.

''მოქალაქეს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და "სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“, „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა;

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებული პირები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ „ფაიზერის“ ვაქცინით;

„ფაიზერით" ვაქცინირებულთათვის რეკომენდებულია ისევ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი