კოვიდ კლინიკები გადატვირთულია - თამარ გაბუნია

09 ნოემბერი 2021, 12:41 1077 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კლინიკები გადატვირთულია, კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები კი იზრდება. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, 359 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. 

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ მობილობა გაზრდილია, ქუჩის აქციებზე კი არანაირი წესი დაცული არ არის. 

''შემთხვევების მაჩვენებელი მაღალი რჩება. ამ პირობებში მობილობა ისევ და ისევ მაღალია და ინფექციის გავრცელების რისკი არსებობს. 4000-დან 5000-მდე მერყეობს საშუალო მაჩვენებელი. სიკვდილობის მაჩვენებელიც იზრდება, როგორც კი იწყება შემთხვევების მატება ორ კვირაში ამას მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლების მატებაც. აუცილებელი პრევენციული ზომები გაავაქტიუროთ, პირბადის გამოყენების მაჩვენებელი სამწუხაროდ 35% არ აღემატება, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში რეგულაციებს არღვევენ, ჩვენ ამას ვხედავთ. იგივე ქუჩის აქციების პირობებში არანაირი წესი დაცული არ არის. ეს ყველაფერი კი კვებას ეპიდემიას. 

ჯანდაცვის სიტემა მობილიზებული რჩება. 65 000 აქტიური შემთხვევა შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გაატაროს და გაუძლოს, მაგრამ დაღლილობის ხარისხიც იზრდება. აუცილებელია ვაქცინაცია, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ პირებში'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი