საკრებულოში ბიუჯეტის წარდგენის ვადები შეიცვალა

09 ნოემბერი 2021, 11:46 1125 ნახვა

ბათუმის საკრებულომ დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება  მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის ვადებს.

თუ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მერს შეეძლო საკრებულოსთვის წარედგინა 15 ნოემბერს ბიუჯეტი, 19-ში კომისიებს ემსჯელათ და კალენდარულ ვადებში დაეყენებინათ კენჭისყრაზე, ცვლილებების შემდეგ ეს ვადები მოიხსნა და მერს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტი წარადგინოს და წინასწარ გაწერილ თარიღამდე იმსჯელოს წარმომადგენლობითმა ორგანომ.  სხდომას არ დასწრებია ნაციონალური მოძრაობა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა ამ მოწვევის საკრებულო კიდევ ერთხელ შეიკრიბოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი