საქართველოში კორონავირუსის 6021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 75 პაციენტი

09 ნოემბერი 2021, 10:54 981 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 75 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 033 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 545, „პისიარ“ ტესტით – 13 488.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო შვიდი დღის – 10,46%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა - 203, იმერეთი - 1 160, ქვემო ქართლი - 357, შიდა ქართლი - 511, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 197, სამცხე-ჯავახეთი - 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 761 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 696 921 გამოჯანმრთელდა, 10 584 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 010 783 აცრა, დღიურად აცრილია 5 254.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში