მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.
ერთ-ერთი აქტივისტი კანცელარიასთან პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, იქ ასევე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები.