სპეციალური პენიტენციური სამსახური სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.