სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირება, რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით მოხდა და არა ვერტმფრენით.
"ამ წუთებში იმყოფება პალატაში მუდმივი დაკვირვების ქვეშ, იზოლირებულია, მის პერიმეტრზე არ არიან პატიმრები. მან პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე, ის გადმოიყვანეს და შეასახლეს ნომერ მე-18 დაწესებულებაში. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს მის საქმესთან და მის გადმოყვანასთან დაკავშირებით და სიღრმისეულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან და შეასახლეს ძალის გამოყენებით, ვინაიდან პროტესტის ნიშნად აცხადებდა უარს, არ გადმოდიოდა მანქანიდან, მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.