ამერიკული ხომალდები ბათუმის პორტში

08 ნოემბერი 2021, 15:15 1291 ნახვა

ბათუმში აშშ-ს მეექვსე ფლოტის სამხედრო ხომალდები მაუნთ ვიტნი და პორტერი შემოვიდა.  „მაუნთ უიტნი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე მეხუთედ შემოვიდა, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.   პორტერი კი მეორედ იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნებია დაგეგმილი.

ხომალდის მეთაურისა და ადმირალის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორობის. ეკიპაჟის წევრებს ბათუმის ნავსადგურში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ვიზიტის ფარგლებში ხვალ ერთ-ერთ ხომალდზე მედიატური მოეწყობა. ხომალდები ბათუმის ნავსადგურს 10 ნოემბერს დატოვებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი