შიმშილობის მე-6 დღეს ელენე ხოშტარია ექიმმა მოინახულა. მაია ცანავას თქმით, წინა დღეებთან შედარებით სასიცოცხლო პარამეტრები შეცვლილია, თუმცა ნორმის ფარგლებში რჩება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას, თუმცა შესაძლოა დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა, რაზეც ელენე ხოშტარია უარს აცხადებს. „დროას“ ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობა არ უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებას.