თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს - პრემიერი

08 ნოემბერი 2021, 14:04 2098 ნახვა

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 200 ლარიან, ერთჯერად  საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინას 1 იანვრამდე ჩაიტარებს.

პრემიერის განცხადებით, დანამატი გაიცემა პირველი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი