ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რამე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილი „ფეიკი“ აღმოჩნდა.
„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ ექნებათ რაიმე სახის მცდელობა, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებდა, შიმშილობდა თუ არ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი და ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც, სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი. ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ულტიმატუმები შეუძლიათ თავისთვის შეინახონ. უმკაცრეს პასუხს მიიღებენ დესტრუქციაზე, თუ ამის მცდელობა ექნებათ. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ-შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვიღაც კლავს სააკაშვილს, ესეც შეუძლიათ თავისთვის შეინახონ. ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები. თუ ვინმეს ექნება რაიმე სახის მცდელობა, გადადგას დესტრუქციული ნაბიჯები, ამაზე მიიღებს უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.