ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდები შემოვიდნენ

08 ნოემბერი 2021, 11:34 752 ნახვა

ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი" საქართველოში დაბრუნდა - ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნისა" და „პორტერს''!

ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი" საქართველოში დაბრუნდა. ამ ხომალდისთვის საქართველოს პორტები უცხო არ არის, ვინაიდან „მაუნთ უიტნი" ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით"- წერია საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი