''დროას'' წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან ფაფის ქილები მიიტანეს

08 ნოემბერი 2021, 10:47 806 ნახვა

''დროას'' წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა უწყებასთან საკვები დანამატები და ფაფები მიიტანეს. 

ამ ფორმით მათ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მოშიმშილე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტის შემცვლელ საკვებ დამანატს იღებს, უწყების მტკიცებით კი ეს შიმშილობის დარღვევაა. 

"მივმართავ იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, რომლებიც სხედან ამ შენობაში - გამობრძანდნენ, ერთი კვირის განმავლობაში მიირთვან ეს ყველაფერი და ნახონ, რა იქნება. ამორალურია, როცა ადამიანს ასეთ კადრებს ავრცელებენ"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

იუსტიციის სამინისტროსთან მოწყობილ აქციაზე ასევე მიტანილი ჰქონდათ ბანერი წარწერით - " რევოლუცია".

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი