გაამართლა თუ რა მარათონმა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების აცრას ითვალისწინებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მარათონმა გარკვეული შედეგი გამოიღო და ღონისძიების ფარგლებში 3 500-ზე მეტი ადამიანი აიცრა. მისი განცხადებით ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად მალე მასშტაბური ღონისძიებები დაიწყება, მათ შორის აჭარაშიც.
დაბალი ვაქცინაციის ფონზე მაღალია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი , ბოლო დღე-ღამეში ვირუს 67 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამირან გამყრელიძე ლეტალობის ზრდას აანონსებს, აცხადებს, რომ ამ დროისთვის 1 500-ზე მეტი ადამიანია კლინიკებში მძიმე მდგომარეობაში.