მსოფლიო პანდემია

07 ნოემბერი 2021, 12:07 1673 ნახვა

ევროპელებს შესაძლოა კიდევ ერთი ზამთრის ლოქდაუნში გატარება მოუწიოთ. "დელტა" შტამი ძალებს იკრეფს, რის გამოც ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ ზამთარში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები დატვირთვას ვერ გაუძლებენ. მხოლოდ გერმანიაში თითქმის 36 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელების 67% სრულად აცრილია, ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი პანდემიის მორიგ ტალღასთან გასამკლავებლად საკმარისი არ არის.გერმანიის გარდა კრიტიკულ ზღვარზე კიდევ ათობით ევროპული სახელმწიფოა. ფრანგმა კანონმდებლებმა კოვიდ-პასპორტის გამოყენების ვადა მინიმუმ მომდევნო წლის ივლისამდე განსაზღვრეს. ნიდერლანდებმა პირბადის გამოყენება სავალდებულო ხელახლა გახადა. რუმინეთში კი იმდენად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რომ მწვავე პაციენტები გადასარჩენად მეზობელ სახელმწიფოებში გადაჰყავთ.ბოლო 24 საათში ინფექციის 34 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი