ერაყის პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო რეზიდენციის დაბომბვა დაგმო და თავდასხმას ლაჩრული მოქმედება უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად მოძებნიან.
ერაყის სამთავრობო რეზიდენციის დაბომბვა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ერაყის ხელისუფლებას ინციდენტის გამოძიებაში დახმარებას დაჰპირდა. ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რეზიდენციის გარეთ მყოფი დაცვის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.