ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

07 ნოემბერი 2021, 12:17 597 ნახვა

5 დღეა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია  შიმშილობს. დღეს დილით  ის, პირადმა ექიმმა მოინახულა, ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები, პირველადი დათვალიერების შედეგად როგორც განმარტეს წინა დღეებთან შედარებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით  გაუარესებულია თუმცა ამ დროისთვის ის  არ საჭიროებს  მედიკამენტოზურ მკურნალობას.

დროას ლიდერი, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, მანამ სანამ მისი ერთადერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ იქნება შესაბამის  კლინიკაში გადაყვანილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში