სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიციამ სავარაუდოდ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ გარშემომყოფებს.
ხმაური ციხის მიმდებარედ ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლისას დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.