თუ განკვეთილ სასულიერო პირებს თავშესაფარი არ აქვთ, საცხოვრებელს მეუფე სტეფანე მათ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში სთავაზობს. მღვდელმთავრის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში მას თავს ესხმოდნენ, მისი დამოკიდებულება კი ლმობიერია. მარტვილის პოლიციის სამმართველო ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ყველა სასულიერო პირმა დატოვა.
როგორც აცხადებენ, სამ მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. აგრეთვე აკონკრეტებენ,რომ არავის ემორჩილებიან და არ ჰყავთ საპატრიარქო. ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს დილაადრიან დაიწყო. 5-მდე განკვეთილი სასულიერო პირი პოლიციამ სალხინოს მამათა მონასტრიდან განყოფილებაში გადაიყვანა.
გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრიარქოს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელმაც ტერიტორიის დატოვებისა და ქონების დათმობის შესახებ წერილი სალხინოში დასჯილებს უკვე გაუგზავნა. ბერები საპატრიარქოს მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, დღეს დილით კი სალხინოს ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად მისულ მიტროპოლიტ სტეფანეს ღვთისმსახურების უფლება არ მისცეს. ტერიტორია დაატოვებინეს იმ სასულიერო პირებსაც, რომლებიც მეუფე სტეფანემ დასაჯა, მაგრამ მონასტრის დატოვების შესახებ გზავნილი საპატრიარქოდან არ მიუღიათ.