ქედ-ქედში სკოლა წელსაც არ გაიხსნება

06 ნოემბერი 2021, 20:16 1351 ნახვა

უკვე სამი წელია ქედქედის სკოლის მოსწავლეები, მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან, რადგან დაპირების მიუხედავად, სოფლის სკოლა ბოლომდე ჯერ არ აშენებულა, მშობლები აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბავშვებს ფიზიკურად გაუჭირდებათ შორ მანძილზე სიარული, ხოლო სკოლის ავტობუსი მათ გადაყვანას ყოველგვარი კოვიდრეგულაციების გარეშე ახდენს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ტენდერს გამოაცხადებენ და სკოლა საბოლოოდ აშენდება, მაგრამ თარიღი უცნობია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში