უსახურავოდ დარჩენილ ოჯახს დაეხმარებიან

08 ივნისი 2021, 20:05 1204 ნახვა

ქობულეთის სოფელ დაგვაში მცხოვრებ დავითაძეების ოჯახს, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის ქვეშ უწევს ყოფნა, სადაც წვიმის დროს წყალი ოთახებში ჩადის. დაზარალებულები სოციალური დახმარების მიღმა და კოვიდ დახმარების იმედად არიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახს 2019 წლის შემდეგ არ მიუმართავს. - ასე ამბობენ უწყებაში. დავითაძეების პრობლემას კი იცნობენ მერიაში. საკითხს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილავენ, სადაც დაზუსტდება დასახმარებელი თანხის ოდენობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში