რა იწვევს მოსავლიანობის ვარდნას

04 ნოემბერი 2021, 20:42 5859 ნახვა

სოფლებში ხშირად შეხვდებით ეზოებში ცეცხლმოკიდებული ფოთლებისა და სხვა მცენარეების გროვას. მოსახლეობა ასე ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს ნარჩენებისგან ათავისუფლებს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი ფოთლებს საკუთარი სახლის ეზოში დაწვავს, ამით არაფერი დაშავდება. ნარჩენების მართვის კოდექსით, ფოთლების დაწვა, თუნდაც საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, დაჯარიმებას ითვალისწინებს, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს სანქცია პრობლემას სრულად ვერ აგვარებს.

ნაკვეთები ასეთი ნარჩენებისგან უნდა იწმინდებოდეს, მოსახლეობა კი მარტივ, მაგრამ ამავდროულად, საშიშ გზას ირჩევს,რაც ნიადაგს მნიშვნელოვნად აზიანებს, ეს კი შემდეგ მოსავლიანობაზე აისახება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში