პური ისევ ძვირდება

05 ნოემბერი 2021, 20:22 1069 ნახვა

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში პურის ფასი რამდენიმე თეთრით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში 102.4 ათასი ტონა ხორბალი აწარმოეს. ამ წელს საქართველოდან ექსპორტზე ხორბალი საერთოდ არ გასულა, მეორე მხრივ კი ქვეყანაში 491 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს.

2020 წელს ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ოდენობა თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა ადგილობრივ წარმოებას. პურის ფასის მატებას კი შემადგენელი ინგრედიენტების, მათ შორის ფქვილის გაძვირებას უკავშირებენ მწარმოებელთა ასოციაციაში. იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს საკუთარი ხორბლის მოხმარების მხოლოდ 10 პროცენტის დაკმაყოფილება შეუძლია, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კი ქვეყანაზე აუცილებლად აისახება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში