დღეს ბუდაპეშტი 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი დაიწყო. 300-მდე მონაწილესა და 38 ქვეყანას შორის საქართველო 14 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი - 9 ვაჟი და 5 - გოგონა.
ჭიდაობს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრიც. გოგონებში ეთერ ლიპარტელიანიც გამოდის. ტიტულის დაცვას შეეცდება ტატო გრიგალაშვილი, რომელიც არა მარტო საკუთარი წონის, არამედ მთლიანად ტურნირის ლიდერია.
დღესვე სტარტს აიღებს ბაქოს გრანდ სლემი, რომელშიც მხოლოდ ქართველ ვაჟთა ნაკრები იასპარეზებს.