კრივში მსოფლიოს ჩემპიონი და ორგზის მესამე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი, ABF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი რამაზ ფალიანი ბათუმის კრივის აკადემიაში საწვრთნელ შეკრებას გადის და მოსწავლეებს წლის ბოლოსთვის დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატისთვის ამზადებს.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა მოკრივემ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველის სპორტსმენების გამოსვლა შეაფასა. კრივის აკადემიაში ვარჯიშობს ასევე MMA-ს მებრძოლი ბათუმელი რუსლან ბოლქვაძეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აბუდაბიში ხაბიბ ნურმაგომედოვის მოსწავლის წინააღმდეგ იბრძოლა.