დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ მოლნუპირავირის გამოყენება დაამტკიცა.
ინფორმაციას ქვეყნის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო ავრცელებს. განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. მან ამ მოვლენას „ქვეყნისთვის ისტორიული“ უწოდა.