ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებებთან და კანონთან შესაბამისობაშია „მწვანე საშვის“ მექანიზმია - გაბუნია სავალდებულო ვაქცინაციაზე

04 ნოემბერი 2021, 12:38 840 ნახვა

„ერთადერთი მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან, კანონთან, პაციენტის უფლებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციაზე, ეს არის „მწვანე საშვის“ მექანიზმი"- ასე უპასუხა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვას გარკვეული ჯგუფებისათვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს ითვალისწინებს გარკვეულ არჩევანს ვაქცინაციას ან სხვა ალტერნატივებს. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, იყოს ეთიკურად გამართული და ამის დამუშავებაზე მიდის მუშაობა.

რაც შეეხება მედიკოსების ვაქცინაციის მაჩვენებელს და უნდა იყოს თუ არა ის სავალდებულო, გაბუნია ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის 80%-ს აღწევს.

„მედიკოსებთან გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მოთხოვნა და ეპიდუსაფრთხო გარემო ისევე ეხება მედიკოსს, როგორც ეხება მასწავლებელს, პოლიციელს და ნებისმიერ სხვა ჯგუფს“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი