აშშ-ის პრეზიდენტი, მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პანდემიის დროულად დასამარცხებლად მცირეწლოვნების ვაქცინაცია აუცილებელია. ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ბავშვების ასაცრელად ფაიზერ ბიონტეკის 28 მილიონი ვაქცინა უკვე შეიძინა.
შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო.