გადავწყვიტეთ, პარასკევს კონსილიუმი დავნიშნოთ, პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს - ნიკოლოზ ყიფშიძე

03 ნოემბერი 2021, 23:28 913 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.​

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზის პასუხები წინა კვირასთან შედარებით გაუარესებულია.

"დღეს მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან ყველა პარამეტრი. მინდა გითხრათ, რომ წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო ერთი კვირის წინ, ახლა შედეგები არის უარესი. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთს დადგეს, ძალიან არასტაბილურია. პროგნოზებს ვერ მოგცემთ, რადგან ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად პასუხობს სტრესს. გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კონსილიუმი დავნიშნოთ პარასკევს, რადგან ხშირ-ხშირად დავაკვირდეთ. შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო წონის 10%, რაც საკმაოდ საშიშია“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი