მივმართავ საპატრიარქოს, ეკლესიამ მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი მისცეს - პრეზიდენტი ვაქცინაციაზე

03 ნოემბერი 2021, 22:01 706 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საპატრიარქოს მიმართა და განაცხადა, რომ ეკლესიამ მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკაფიო მითითება და მაგალითი უნდა მისცეს.

"დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი. სახელმწიფო, პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდი საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდით.

მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი