რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის, კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილები არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
ოპოზიციის განცხადებით, ისინი საპყრობილესთან ყოველდღე შეიკრიბებიან და აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება.
მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული.