ტრავმის გამო ქართველი მოკრივე ბრინჯაოს დასჯერდა

03 ნოემბერი 2021, 10:00 767 ნახვა

კრივის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა გურული ნახევარფინალში გავიდა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს, თუმცა ტრავმის გამო ნახევარფინალში ვეღარ იბრძოლა და სამშობლოში ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

გურულის მსგავსად ბრინჯაოს მედალი საქართველოს სახელით მოასპარეზე კიდევ ერთმა მოკრივემ, სახილ ალახვერდოვმა მოიპოვა, რომელმაც მეოთხედფინალში ყირგიზი მირლან ტურკბაი დაამარცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში