საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტამდე ერთი მოგება აშორებს

21 თებერვალი 2025, 09:51 173 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც დღეს დანიას დაუპირისპირდება, ცნობილია. თბილისი არენაზე ალექსანდარ ჯიკიჩმა გენერალური ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც მის განკარგულებაში არსებული 15 კალათბურთელიდან 12 შეარჩია. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი დანიას შემდეგი შემადგენლობით დაუხვდება: რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა მაზიაშვილი, კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, მათე ხატიაშვილი და გიორგი ოჩხიკიძე.

მატჩი თბილისი არენაზე 20 საათსა და 50 წუთზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში