ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონის მოწყობა დასრულდა 

02 ნოემბერი 2021, 16:57 938 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევში, ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონის მოწყობა დასრულდა

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე საპიკნიკე სივრცე აჭარაში ყველაზე გრძელ ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს.

ჯვარიმინდორის იალაღებზე საპიკნიკე ზონის ირგვლივ ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები ეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში