ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მსოფლიოს 23 წლამდე მოჭიდავეთა ჩემპიონატის ფინალში დღეს ლერი აბულაძე გამოვა.
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბულაძემ პირველ ორთაბრძოლაში ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი 5-1 დაამარცხა, ამის შემდეგ რუსეთის სახელით მოასპარეზე გიორგი თიბილოვს 7-3 მოუგო.
ნახევარფინალში კი ირანელი ალირეზა ნეჯადი მსგავსი ანგარიშით 7-3 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ლერი აბულაძე ოქროს მედლისთვის შეხვედრაში აჰმეთ იარს დაუპირისპირდება.
ფინალი ჭიდაობა დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი მსოფლიო ჭიდაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გადაიცემა.