2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გაესაუბრა.
მანამდე კი გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. სამიტის ფარგლებში აუდიენცია გაიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან.