ბათუმში ხმების გადათვლის პროცესი ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

01 ნოემბერი 2021, 20:08 1317 ნახვა

ბათუმში საარჩევნო უბნის გადათვლის პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით 7 უბანი გადათვალა.

დამკვირვებლებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო, აჭარის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი 79-ე ოლქის თავმჯდომარის ციალა შავაძის მითითებით ტერიტორიიდან გააძევეს.

ციალა შავაძის განმარტებით, ირაკლი ფაღავა ხელს უშლიდა გადათვლის პროცესს.

ხმების გადათვლის დროს სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ადგილობრივი მედიის წარმომადგენელსა და ერთ-ერთ დამკვირვებელს შორის, შეკემათება კი ბიულეტენის ვიდეოგადაღებას მოჰყვა.

79-ე ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, არცერთი საეჭვო ბიულეტენი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა ქალაქში გადაითვლება 5 უბნის მონაცემი, ამას კიდევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით 2 უბანი დაემატება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში