,,ერთმანეთისთვის“ - საბავშვო კონცერტი ამ სახელწოდებით ბონის კულტურის სახლში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მასში მომღერალი სოფო ხალვაში და სტუდია ,,ბასტი ბუბუ’’, ანსამბლები "გაზაფხული" და "ზღვის შვილები", წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია - პანსიონის ბენდი "ხარება" და 26-ე საშუალო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის ბავშვები მონაწილეობდნენ. კონცერტზე მისული სტუმრებისთვის ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. საქველმოქმედო კონცერტში კერძო კომპანიები ჩაერთვნენ, რომლებმაც დავით ფუტკარაძეს ელექტრონული ეტლი გადასცეს, საღამოზე შემოსული თანხა კი შშმ პირებისთვის მობილური ამწის შეძენას მოხმარდება. კონცერტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთმანეთისთვის“ ინიციატივით ჩატარდა.