ბრაზილიაში წვრთნების დროს 9 მეხანძრე დაიღუპა, - „დოიჩე ველე“-ს ინფორმაცით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სწავლების დროს დუას ბოკასის გამოქვაბულის ნაწილი ჩამოიშალა. წვრთნებში 27 მეხანძრე მონაწილეობდა. ჯერჯერობით ვრცელდება ინფორმაცია 5 გადარჩენილის შესახებ.
სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ათობით მაშველი და მეხანძრე მონაწილეობს, კვირას დაიწყო, თუმცა უამინდობის გამო შეფერხდა და დღეს ისევ გაგრძელდა.