„დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია

01 ნოემბერი 2021, 12:10 455 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, იმედგაცრუებულია იმით, რომ „დიდი ოცეულის“ რომში გამართულ სამიტზე რუსეთმა და ჩინეთმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით ვალდებულება არ გამოხატეს. ჯო ბაიდენმა იმ პროგრესზეც ისაუბრა, რასაც რომში გამართულ სამიტზე მიაღწიეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. 

''დიდი ოცეულის“ სამიტი რომში 30-31 ოქტომბერს გაიმართა.  მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო კომუნიკეში კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში