დღეს ბათუმის "დინამო" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს

01 ნოემბერი 2021, 11:18 1029 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ბათუმის "დინამო" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს.

ამ დროისათვის ბათუმელებს 64 ქულა აქვთ და  სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან. 

"საბურთალო" კი 50 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის.

მატჩი დღეს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.
გასული ტურების მსგავსად შეხვედრას შეზღუდული რაოდენობით და რეგულაციების დაცვით მაყურებელი დაესწრება.

ბილეთები სტადიონის სალაროებში და Biletebi.ge-ზე იყიდება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: მატჩის ბილეთი;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. 

აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

სტადიონის შესასვლელები გაიღება 18:00 საათიდან, შეხვედრა დაიწყება 20:00 საათზე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში