გოჩა სურმანიძე აჭარის კარატის ფედერაციის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

31 ოქტომბერი 2021, 18:05 963 ნახვა

აჭარის კარატის ფედერაციაში საანგარიშო-საარჩევნო სხდომა გაიმართა. ფედერაციის თავმჯდომარედ ოთხი წლის ვადით გოჩა სურმანიძე მეორედ აირჩიეს.

ამჟამად კარატის აჭარის ფედერაციაში 800-ზე მეტი სპორტსმენი ვარჯიშობს, რომელთა რიცხვი ფედერაციის მესვეურთა თქმით იზრდება. შეკრებაზე ითქვა, რომ ბათუმში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში